logo
ENG



ოცნების წევრი უნგრეთს ევროპულ გზაზე საქართველოს "ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს" უწოდებს

12 დეკ 202312:51
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი გივი მიქანაძე უნგრეთს ევროპულ გზაზე საქართველოს "ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს" უწოდებს.

მიქანაძე დარწმუნებულია, რომ 27 ქვეყნის პოზიცია სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოსთვის დადებითი იქნება.

"თუკი ვინმე იყო და რჩება საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ევროპულ გზაზე, ეს არის უნგრეთი და ეს განცხადება გაკეთებული იყო უნგრეთის მხრიდან ჯერ კიდევ წელიწადნახევრის უკან, როდესაც უსამართლოდ არ მოგვეცა კანდიდატის სტატუსი და ყოველთვის უნგრეთი აყენებდა ამ საკითხს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის მიენიჭებინათ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 27 ქვეყნის ლიდერი აუცილებლად იპოვის კონსენსუსს და საქართველო სამართლიანად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და 15-ში ჩვენ შევძლებთ, რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება", - თქვა მიქანაძემ.

უნგრეთმა, შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაბლოკოს ამან კი, შესაძლოა, საქართველოზეც იმოქმედოს.


close დახურვა